Pages

Monday, 31 March 2025

Global Education Summit Georgia 2025



 განათლების საერთაშორისო სამიტი უკვე საქართველოშია... მსოფლიოში ცნობილი საგანმანათლებლო ლიდერები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, ჰიბრიდული სწავლა, სწავლების გამოწვევები და სხვა... ძალიან მნიშვნელოვანია კოლეგების გამოცდილების გაზიარება…ALERT KNOWLEDGE SERVICES Teachers Community Georgia

https://www.facebook.com/media/set/?set=a.122143884974529233&type=3


https://www.facebook.com/share/v/12KvLS3txQt/

Monday, 24 March 2025

ტრენერთა ტრენინგი - სურსათის უვნებლობის სწავლება

ტრენერთა ტრენინგი მასწავლებლებისთვის სურსათის უვნებლობის სწავლების მიმართულებით ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ეგიდითა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ორგანიზებით, 2025 წლის 22-23 მარტს, ქალაქ თბილისში გაიმართა.

ტრენინგი მიზნად ისახავს სურსათის უვნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ახალი საგანმანათლებლო მასალების ეფექტურ გამოყენებას სკოლებში, პედაგოგების მომზადების გზით.
ტრენინგის მასალები შექმნილია გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის (EIEC) მიერ სურსათის ეროვნული სააგენტოს (NFA) ჩართულობით, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ზედამხედველობით.
ეს კამპანია 🇪🇺 ევროკავშირისა და 🇸🇪 შვედეთის მიერ დაფინანსებული პროექტის „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV“ ნაწილია. პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ, ხოლო განმახორციელებლები არიან CzDA და FAO.