მონაწილეობითი პროექტი
პროექტის "მეტი შეგვიძლია! ახალგაზრდობის სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპაში" ფარგლებში საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა
2020 წლის 19 დეკემბერს პროექტის "მეტი შეგვიძლია! ახალგაზრდობის სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპაში" ფარგლებში საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა. კონფერეციაში 4 პარტიორი ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. საქართველოს წარმოადგენდა პროექტის კოორდინატორი ორგანიზაცია საქართველოში - სიქა და პროექტში მონაწილე სკოლების წარმომადგენლები, რომლებმაც პრეზენტაცია გაუკეთეს მათ მიერ განხორციელებულ მონაწილეობითი პროექტებს, კერძოდ ერთ-ერთი მონაწილე თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი "ახალი სიცოცხლე."პრეზენატორი :მე-10 კლასის მოსწავლე - მარიამ ხოსროშვილი და სამოქალაქო განათლების პედაგოგი - ზეინაბ კაკალაშვილი.
No comments:
Post a Comment