ჩვენი სკოლის „მე და საზოგადოების“ და სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ზეინაბ კაკალაშვილი 2024 წლის გლობალური მასწავლებლის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა . AKS Education Awards, AKS Worldwide Pvt Ltd-ის პროექტია, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოებს მსოფლიოში საუკეთესო პედაგოგებს. AKS ორგანიზაცია განათლების მართვის სფეროში უმაღლესი სტანდარტების დანერგვასა და პრაქტიკების გაუმჯობესებას ემსახურება. მისი მთავარი მიზანია განათლების ინოვაციური მიდგომების დანერგვა და პედაგოგების პროფესიონალიზმის ამაღლება.
ჯილდოს გადაცემა მოხდა ინდოეთში . მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსში მონაწილეობას 65 ქვეყნიდან 1486 განათლების სფეროს წარმომადგენელი იღებდა, სადაც მხოლოდ 10 ქვეყნიდან, 50 მასწავლებელი გახდა გამარჯვებული.
კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით გილოცავთ ქალბატონო ზეინაბ და მომავალშიც უამრავ წარმატებას გისურვებთ

No comments:
Post a Comment