ჩვენი სკოლის „მე და საზოგადოების“ და სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ზეინაბ კაკალაშვილი 2024 წლის გლობალური მასწავლებლის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა . AKS Education Awards, AKS Worldwide Pvt Ltd-ის პროექტია, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოებს მსოფლიოში საუკეთესო პედაგოგებს. AKS ორგანიზაცია განათლების მართვის სფეროში უმაღლესი სტანდარტების დანერგვასა და პრაქტიკების გაუმჯობესებას ემსახურება. მისი მთავარი მიზანია განათლების ინოვაციური მიდგომების დანერგვა და პედაგოგების პროფესიონალიზმის ამაღლება.
Pages
- Home
- ჯილდოები
- სერთიფიკატები -კონფერენციები, ვებინარები, პროექტები ...
- ანიმაციები
- ფილმები .............
- სტატია
- პროექტები
- სამოქალაქო განათლების ბიბლიოთეკა
- რესურსები ...................
- სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი
- ჩემ შესახებ
- მოსწავლეთა მიღწევები
- ტრენინგები
- ვიდეოები
- შეფასების რუბრიკები
- მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი აქტები
- CV
- რესურსები........................
- შემაჯამებლების ანალიზი
- ტესტები
- გაკვეთილის გეგმა
- ღია გაკვეთილი
- ტრენერობის სერტიფიკატი
- პროექტის პორტფოლიო
- დამხმარე რესურსები
- მე და საზოგადოება
- აუდიო ზღაპრები
- თიმმ პროგრამაში მუშაობა
- პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში შექმნილი რესურსები
- One Note და Class notebook მუშაობა
- სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი
- zoom პროგრამაში მუშაობა
Thursday, 3 April 2025
თელავის N5 საჯარო სკოლა
ჩვენი სკოლის „მე და საზოგადოების“ და სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ზეინაბ კაკალაშვილი 2024 წლის გლობალური მასწავლებლის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა . AKS Education Awards, AKS Worldwide Pvt Ltd-ის პროექტია, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოებს მსოფლიოში საუკეთესო პედაგოგებს. AKS ორგანიზაცია განათლების მართვის სფეროში უმაღლესი სტანდარტების დანერგვასა და პრაქტიკების გაუმჯობესებას ემსახურება. მისი მთავარი მიზანია განათლების ინოვაციური მიდგომების დანერგვა და პედაგოგების პროფესიონალიზმის ამაღლება.
თელავის საბიბლიოთეკო გაერთიანება
Monday, 31 March 2025
Global Education Summit Georgia 2025
განათლების საერთაშორისო სამიტი უკვე საქართველოშია... მსოფლიოში ცნობილი საგანმანათლებლო ლიდერები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, ჰიბრიდული სწავლა, სწავლების გამოწვევები და სხვა... ძალიან მნიშვნელოვანია კოლეგების გამოცდილების გაზიარება…ALERT KNOWLEDGE SERVICES Teachers Community Georgia
https://www.facebook.com/media/set/?set=a.122143884974529233&type=3
Monday, 24 March 2025
ტრენერთა ტრენინგი - სურსათის უვნებლობის სწავლება
ტრენერთა ტრენინგი მასწავლებლებისთვის სურსათის უვნებლობის სწავლების მიმართულებით ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ეგიდითა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ორგანიზებით, 2025 წლის 22-23 მარტს, ქალაქ თბილისში გაიმართა.
Wednesday, 19 February 2025
Wednesday, 12 February 2025
Saturday, 25 January 2025
მასწავლებლის გლობალური ჯილდო
სასკოლო საზოგადოება • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
პროექტია, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოებს მსოფლიოში საუკეთესო პედაგოგებს. AKS ორგანიზაცია განათლების მართვის სფეროში უმაღლესი სტანდარტების დანერგვასა და პრაქტიკების გაუმჯობესებას ემსახურება. მისი მთავარი მიზანია განათლების ინოვაციური მიდგომების დანერგვა და პედაგოგების პროფესიონალიზმის ამაღლება.
რუსთავი2
https://www.facebook.com/reel/1827553531349041
კახეთის ხმა/kneus.ge 17.01.25
https://www.facebook.com/share/p/1Dcq3dV9pf/
AKS Education Awards
https://www.facebook.com/share/p/15egiKn3kr/
12.01.25წ.
https://www.facebook.com/share/p/15TFxRhNha/
https://www.facebook.com/share/p/1EQjb8uJQ5/
11.01.25წ.
https://www.facebook.com/share/p/1BE6pbUUcp/
https://www.facebook.com/share/p/1GwvhiaDBw/
იმედის დილა / Imedis Dila
https://www.facebook.com/share/p/15ZBCs9Wcx/
კახეთის ხმა/kneus.ge -პირდაპირი ეთერი (მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლები - კახეთში მცხოვრები პედაგოგების წარმატების ფორმულა)
თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი საერთაშორიშო ჯილდოს მფლობელი გახდა . AKS Education Awards, ყველწლიურად აჯილდოებს მსოფლიოში საუკეთესო პედაგოგებს. ორგანიზაცია განათლების მართვის სფეროში უმაღლესი სტანდარტების დანერგვასა და პრაქტიკების გაუმჯობესებას ემსახურება. მიზანი პედაგოგების პროფესიონალიზმის ამაღლებაა. ქლაბატონი ზეინაბი ასევე არის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2021 წლის ათეულის გამარჯვებული. უფრო ვრცალდ, თუ როგორ მიაღწია წარმატებას?- ზეინაბ კაკალაშვილი თავად მოგვიყვება. https://youtu.be/LtiKebGaFzE?si=CPCVyVZ9hQq3l4yO
https://www.facebook.com/share/v/14gGAvyUB5/
https://www.facebook.com/share/p/15tHxpsyPY/
International Program hosted by Meerut Sahodaya School Complex and AKS Education "Global Teachers Dialogue" Bringing together educators from around the world to share ideas and best practices in school education is truly commendable.
✌️My self Being Vice President of Meerut Sahodaya and Director Noble Group of Institution got opportunity to welcome all the International delegates and also engaging in meaningful dialogue and exchange perspectives on education and culture it was incredibly enriching. Sharing experience, challenges, and successes with fellow educators from diverse backgrounds which leads to valuable insights and innovative approaches to teaching and learning.
It's wonderful that i had the chance to learn from their experiences and share my own perspectives, contributing to the growth and development of education globally.🌍
The exchange of ideas and good practices in school education had a profound impact on shaping the future of education.
Also would like Thank Dinesh ji (Aks education EDTrips) and one of my 16 years old good friend along with Mahesh ji,
Thanks to friends Firavan, edyta, edyta and lela Elene, Nana Gegidze, Tamuna Gegidze, Eka Sepiasshvili, inga kharchilava, Nino danelashvili Zenib, Ramiza Talibova Ruazdan Nikuradze💐🇮🇳🙏
Some potential outcomes of program were
- Developing new teaching methods and strategies
- Enhancing cultural understanding and exchange
- Fostering collaboration and networking among educators
- Identifying innovative solutions to common educational challenges
- Informing policy decisions and educational reforms
Overall, it was fantastic to see educators coming together to share knowledge, experiences, and best practices, ultimately enriching the educational landscape for students worldwide!✌️
Amit Kumar
Vice President- Meerut Sahodaya
State Vice President- CBSE schools Association
Monday, 16 December 2024
Sunday, 3 November 2024
სკოლა-ლიცეუმი პრომეთე - კონფერენცია - "ინოვაციური სწავლება და საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება" -მასწავლებლები მასწავლებლებისთვის
მასწავლებლები მასწავლებლებისათვის
💡 💡 მიმდინარე სასწავლო წლის 28 ოქტომბერს სკოლა - ლიცეუმი პრომეთე ში ჩატარდა მასწავლებელთა კონფერენცია, "ინოვაციური სწავლება და საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება"
🔷️წელს, კონფერენციამ უფრო დიდი მაშტაბები მიიღო და გასცდა ჩვენი სკოლის ფარგლებს, რისთვისაც მადლობას ვუხდით :
📌 📌 საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრას და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის ფინალისტ პედაგოგს, საქართველოს დამსახურებულ მასწავლებელს, ქეთინო მერებაშვილს კონფერენციის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისათვის.
✅ ️✅ ️მასწავლებელთა კონფერენცია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრების და სკოლა“პრომეთეს“ პედაგოგების თანამონაწილეობით შედგა. სტუმრად მოწვეულნი იყვნენ საქართველოს სხვადასხვა სკოლების პედაგოგები, ასევე,
ქ-ნი ირინა ხანთაძე - განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე და ქ-ნი თამუნა გურგენიძე - განათლების კოალიციის ორგანიზაციული განვითარებისა და კომუნიკაციის მენეჯერი.
✔️ ✔️ კონფერენციაზე გამომსვლელებმა ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის მაგალითები, ინოვაციური მიდგომები და სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების გეგმები დავსახეთ.
📚 🎙 სკოლის დირექციამ გამომსვლელები სერტიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაგვაჯილდოვა. კონფერენციის საქმიანი ნაწილი მეგობრული სადილითა და საოცარი ანსამბლის“გორდელას“ წევრების სიმღერებით დასრულდა.
🙏 🙏 მადლობა ყველა მონაწილეს, ყველა მსმენელს, მოწვეულ სტუმრებს და განსაკუთრებული მადლობა საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრას და ქეთინო მასწავლებელს Qetino Merebashvili -ს.
Sunday, 27 October 2024
თელავის N5 საჯარო სკოლის პედაგოგმა – ზეინაბ კაკალაშვილმა და მე-9 კლასის მოსწავლეებმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
მოქალაქეობისა და მე და საზოგადოების პედაგოგი - ზეინაბ კაკალაშვილი და მე-9 კი მოსწავლეები საერთაშორისო კონფერენციაში „მომავალი თაობა მდგრადი განვითარების მონაწილეობდნენ.
19.10.2024
კონფერენციები არა მხოლოდ ცოდნის გაზიარების საშუალებაა, არამედ ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის და მოსწავლეებისთვის შესაძლებლობაა, დაუკავშირდნენ მსოფლიო ლიდერებს, აღმოაჩინონ ახალი პერსპექტივები და განივითარონ საჭირო უნარები, რაც დაეხმარებათ კარიერის განვითარებაში და პიროვნული ზრდის პროცესში.
ახალგაზრდების ჩართულობა ამგვარ კონფერენციებში მათ აძლევს შესაძლებლობას, თავიანთი მოსაზრებები გააცნონ საერთაშორისო საზოგადოებას, რაც ზრდის მათ თვითრწმენას და აძლიერებს მათი აზრების გავლენას გლობალურ მასშტაბებზე. ეს არა მხოლოდ პროფესიული განვითარების საშუალებაა, არამედ ფუნდამენტური პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს ახალი იდეების გაღვივებას და გლობალური ცვლილებების შექმნაში წვლილის შეტანას. მოსწავლეებს შეუძლიათ გაიუმჯობესონ კომუნიკაციის, საჯარო გამოსვლებისა და კრიტიკული აზროვნების უნარები დისკუსიებში მონაწილეობითა და თავიანთი იდეების წარდგენით.
კონფერენცია საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოების გუნდის ორგანიზებით განხორციელდა.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ აფხაზი, თურქი, აზერბაიჯანელი, ინდოელი, ხორვატი და სხვა ქართველი თანატოლები.
Teachers Community Georgia არის ადგილი, სადაც საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლები მზად არიან გამოცდილების გასაზიარებლად, შთააგონებენ ერთმანეთს ახალი იდეებით და იღწვიან ხარისხიანი განათლების დანერგვისთვის“.
Thursday, 17 October 2024
ტექნიკის კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერული ტექნიკით დაჯილდოვება
თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა პროექტში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ტექნიკის კონკურსში გამოვლენილ 44 ლიდერ სკოლას შორის თელავის N5 სკოლაც აღმოჩნდა.
კონკურსის ფარგლებში, სკოლას საჩუქრად ფერადი პრინტერი, პორტაბელური კომპიუტერი და პროექტორი გადაეცა.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოქალაქეობისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს - ზეინაბ კაკალაშვილს ამ გამარჯვებაში შეტანილი წვლილისათვის.
„ასევე უდიდესი მადლობა სამოქალაქო განათლების პროგრამის ხელმძღვანელს ქალბატონ მარინე უშვერიძეს და თითოეულ თანამშრომელს მოსწავლეთა წახალისების, ჩვენი მხარდაჭერის, სკოლებისა და მოსწავლეების გაძლიერებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
თელავის N5 საჯარო სკოლა კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერული ტექნიკით დაჯილდოვდა
Sunday, 6 October 2024
V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "განათლება, კვლევა, პრაქტიკა"
2024 წლის 27-28 სექტემბერს თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "განათლება, კვლევა, პრაქტიკა" , სადაც წარმოვადგინე მოხსენება თემაზე - "ოჯახი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება".
Monday, 16 September 2024
ქეისებით და დილემებით სწავლება
პროექტი : ,,მედიაწიგნიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ " ქეისებით და დილემებით სწავლება- პროექტის ფარგლებში განხორციელებულ კონკურსით შერჩეულ მასწავლების სიაში ვარ. მონაწილეობა მივიღე ქეისების და დილემების შექმნაში. დიდი მადლობა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფურუმის გუნდის წევრებსა და ხელმძღვანელ მაკა ბიბილეიშვილს საუკეთესო შესაძლებლობისათვის. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი საქართველოში ფინეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
დაიბეჭდა სახელმძღვანელო, სადაც შესულია ჩემს მიერ შექმნილი რესურსი.
USAID ის სამოქალაქო განათლები პროგრამის ფარგლებში პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრა
USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა / USAID Civic Education Programის ფარგლებში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრა გაიმართა კახეთში 2024 წლის 13 აპრილს „ USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის“ პარტნიორი სკოლებისთვის სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის. პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა კახეთის რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საბჭოს თავმჯდომარე ზეინაბ კაკალაშვილი და მოწვეული ექსპერტი მანანა ჯინჭარაძე. პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრა ემსახურება მასწავლებელთა პროფესილულ განვითარებას და გაძლერებას. მეთოდი ინოვაციური და საინტერესოა. შეხვედრა წარიმართა მასწავლებელთა მაღალი ჩართულობით . ,, პროფესიული გაზიარების ჯგუფის" შეხვედრა სსიპ ქალაქ საგარეჯოს N4 საჯარო სკოლაში გაიმართა. შეხვედრას „ USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის“ პარტნიორი სკოლის 16 პედაგოგი დაესწრო. „USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International-ის მიერ, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან თანამშრომლობით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. დიდი მადლობა ექსპერტს ქალბატონ მანანა ჯინჭარაძეს საუკეთესო უკუკავშირისთვის, საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის დირექტორ ქალბატონ ნელი ბალახაშვილს დათმობილი ფართისა და გულთბილი შეხვედრისთვის.
გლობალური განათლების სამიტი ბაქოში
გლობალური განათლების სამიტი ბაქოში #Globaleducationsamit in #bakuazerbaijan 12.05.2024 https://fb.watch/s3toW0egXF/ https://fb.watch/s5zYEc21L0/ 12 მაისს ბაქოში პირველად გლობალური განათლების სამიტი გაიმართა. "გლობალური თანამშრომლობის განვითარება განათლებაში, მომავლის ინოვაციების მხარდაჭერა, საჯარო-კერძო სფეროებთაან თანამშრომლობა განათლებაში, ხელოვნური ინტელექტი განათლებაში, ინოვაციები და რეფორმები.აქტიურად ვმონაწილეობდი როგორც პანელისტი,ვებინარსა და დისკუსიაში.
https://www.facebook.com/share/p/1Ag9wrUMri/
პროექტი “We in the world of media literacy
19.11.2023 – 30.05.2024 განხორციელდა პროექტი “We in the world of media literacy " მისი დამფუძნებელია სსიპ ქალაქ თელავის N5 საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი ზეინაბ კაკალაშვილი მონაწილე ქვეყნები: Georgia(18), Turkey(7), Poland(1), Romania(1), Latvia (1) მოსწავლეთა რაოდენობა : 97 მოსწავლე. პროექტში ჩართული მოსწავლეების ასაკი: 8– 16 წელი. პროექტის მიზნები: • მოსწავლეებში მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარება; • ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენების უნარ-ჩვევები; • ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარების ხელშეწყობა; • ცნობიერების ამაღლება მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის შესახებ. • მედიაწიგნიერების გამოყენებით დემოკრატიული კულტურის განვითარება • ცნონიერების ამაღლება ინტერნეტ-სივრცეში არსებული საფრთხეების, მათ შორის კიბერბულინგის გამოწვევის შესახებ და განუვითაროს ამ საფრთხეებისაგან თავდაცვის უნარები ყველა მოსწავლისათვის მნიშვნელოვანია იყოს მედიაწიგნიერი, რაც გვეხმარება სწორი ორიენტირებაში თანამედროვე ცხოვრებაში, ავითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც გაჯერებულია ყველა სახის მედიით, გაზეთებით, რადიოთი, ტელევიზიით, ინტერნეტით. მედიაწიგნიერება საშუალებას გვაძლევს გავიგოთ და შევაფასოთ ყველა მედია მესიჯი, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით, რაც საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ უკეთესი არჩევანი იმის შესახებ, თუ რას ვირჩევთ წასაკითხად, ყურებასა და მოსასმენად. ის ასევე გვეხმარება გავხდეთ საზოგადოების უფრო ჭკვიანი და გამჭრიახი წევრები. მედიაწიგნიერება 21-ე საუკუნის აუცილებელ უნარად ითვლება. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი მედიას უვნებელ გართობას უწოდებს და ამტკიცებს, რომ მათზე გავლენას არ ახდენს მისი გზავნილები. თუმცა, ადამიანებზე გავლენას ახდენს მედია მესიჯები, რომლებსაც ისინი მოიხმარენ. მედიაწიგნიერების ინტერვენციები და განათლება ეხმარება ბავშვებს და მოზარდებს გააცნობიერონ მედიის გავლენა და მისცეს მათ ცოდნა და ინსტრუმენტები მისი გავლენის შესამცირებლად. მედიაგანათლებულმა ადამიანმა უკვე იცის, როგორ და სად მოიძიოს, გაფილტროს, შექმნას და გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია. პროექტის ფარგლებში განხორციელდა საინტერესო აქტივობები: • ციფრული უსაფრთხოება; • ციფრული ხელსაწყოების შესწავლა; • რეკლამა • პერსონალური მონაცემების დაცვა • კლიმატის ცვლილება • დედამიწის დღე • გაკვეთილების დროს თამაშებით სწავლება; • პროექტის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია. ჩატარებულმა კვლევამ დაგვანახა, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ მიღწეული შედეგი დამაკმაყოფილებელია, თუმცა შეძენილი უნარები საჭიროებს განმტკიცებას. პროექტის ფარგლებში მომზადდა ერთობლივი ციფრული პროდუქტი. პროექტზე მუშაობისას გამოვლინდა ქართველ და უცხოელ პარტნიორებს შორის საუკეთესო თანამშრომლობითი ურთიერთობა. პროექტი წარდგენილია ხარისხის ნიშანზე. წარმატებას ვუსურვებ პროექტს, მოსწავლეებს და მასწავლებლებს.
"მედიაწიგნიერება , როგორც მექანიზმი დეზინფორმაციის წინააღმდეგ, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის"
შემაჯამებელი კონფერენცია - "მედიაწიგნიერება , როგორც მექანიზმი დეზინფორმაციის წინააღმდეგ, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის" . დიდი მადლობა #სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმს ყოველთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე რომ ფოკუსირება, საუკეთესო შესაძლებლობები და რესურსები,მეამაყებით.
მომხსენებელი, პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების გაზიარება.
პროექტი განხორციელდა საქართველოში ფინეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის "მედიაწიგნიერება, როგორც მექანიზმი დეზინფორმაციის წინააღმდეგ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის"🥰



.jpg)
.jpg)
.jpg)








.jpg)




















