Pages

Saturday, 25 January 2025

მასწავლებლის გლობალური ჯილდო




სასკოლო საზოგადოება • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

💥AKS Education Awards - ქართველი პედაგოგები საერთაშორისო ჯილდოს მფლობელები გახდნენ
AKS Education Awards, AKS Worldwide Pvt Ltd-ის

პროექტია, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოებს მსოფლიოში საუკეთესო პედაგოგებს. AKS ორგანიზაცია განათლების მართვის სფეროში უმაღლესი სტანდარტების დანერგვასა და პრაქტიკების გაუმჯობესებას ემსახურება. მისი მთავარი მიზანია განათლების ინოვაციური მიდგომების დანერგვა და პედაგოგების პროფესიონალიზმის ამაღლება.
მასწავლებლები საქართველოდან, რომლებიც ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას აღნიშნულ კონკურსში, წელს განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩეოდნენ. 2025 ASK-ის ჯილდო სამმა ქართველმა მასწავლებელმა მოიპოვა:
🎖️ეკა სეფიაშვილი - დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
🎖️კახაბერ ჩაკვეტაძე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქვიტირის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი
🎖️ზეინაბ კაკალაშვილი - თელავის N5 საჯარო სკოლის "მე და საზოგადოება" და "სამოქალაქო განათლების" მასწავლებელი
საქართველოსთან ერთად ინდოეთში გამართულ AKS კონკურსში გაიმარჯვეს მასწავლებლებმა შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია, ირლანდია, ესპანეთი, თურქეთი, მოროკო, პორტუგალია, შრილანკა, არაბეთი, ინდოეთი, ბრაზილია, აზერბაიჯანი, პოლონეთი, სინგაპური.
წელს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსში მონაწილეობა ჯამში 65 ქვეყნიდან 1486 განათლების სფეროს წარმომადგენელმა მიიღო და გაიმარჯვა მხოლოდ 10 ქვეყნის 50-მა მასწავლებელმა.
კიდევ ერთხელ, ვულოცავთ ქართველ პედაგოგებს ამ გამარჯვებასა და საერთაშორისო აღიარებას.

რუსთავი2 

https://www.facebook.com/reel/1827553531349041



კახეთის ხმა/kneus.ge 17.01.25

https://www.facebook.com/share/p/1Dcq3dV9pf/


AKS Education Awards

https://www.facebook.com/media/set/?vanity=aksawards&set=a.1030246855813968&__cft__[0]=AZWXe7yO5TdKkNq9XCfYwCqhRCHJDoAXPuyjhiVPAcmc94utZeMKK9xydtXqresB6GDNenk5q3I0cy-ajOXJlXQNNcLiCTuo9tM82q5u0P7D5D9PjXNuur0fS6BGGl-HkIMzfUJwllwtCCTMIcZ92AH_Ca8bIYbhw3hGDhFsuB9dUnZP9s426Tr9Qdk0_2VyttI&__tn__=-R

https://www.facebook.com/share/p/15egiKn3kr/

12.01.25წ.

https://www.facebook.com/share/p/15TFxRhNha/

https://www.facebook.com/share/p/1EQjb8uJQ5/

11.01.25წ.

https://www.facebook.com/share/p/1BE6pbUUcp/

https://www.facebook.com/share/p/1GwvhiaDBw/


 

იმედის დილა / Imedis Dila

https://www.facebook.com/share/p/15ZBCs9Wcx/


კახეთის ხმა/kneus.ge -პირდაპირი ეთერი (მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლები - კახეთში მცხოვრები პედაგოგების წარმატების ფორმულა)

თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი საერთაშორიშო ჯილდოს მფლობელი გახდა . AKS Education Awards, ყველწლიურად აჯილდოებს მსოფლიოში საუკეთესო პედაგოგებს. ორგანიზაცია განათლების მართვის სფეროში უმაღლესი სტანდარტების დანერგვასა და პრაქტიკების გაუმჯობესებას ემსახურება. მიზანი პედაგოგების პროფესიონალიზმის ამაღლებაა. ქლაბატონი ზეინაბი ასევე არის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2021 წლის ათეულის გამარჯვებული. უფრო ვრცალდ, თუ როგორ მიაღწია წარმატებას?- ზეინაბ კაკალაშვილი თავად მოგვიყვება. https://youtu.be/LtiKebGaFzE?si=CPCVyVZ9hQq3l4yO


https://www.facebook.com/share/v/14gGAvyUB5/ 


https://www.facebook.com/share/p/15tHxpsyPY/

International Program hosted by Meerut Sahodaya School Complex and AKS Education "Global Teachers Dialogue" Bringing together educators from around the world to share ideas and best practices in school education is truly commendable.

✌️My self Being Vice President of Meerut Sahodaya and Director Noble Group of Institution got opportunity to welcome all the International delegates and also  engaging in meaningful dialogue and exchange perspectives on education and culture it was incredibly enriching. Sharing experience, challenges, and successes with fellow educators from diverse backgrounds which leads to valuable insights and innovative approaches to teaching and learning.

It's wonderful that i had the chance to learn from their experiences and share my own perspectives, contributing to the growth and development of education globally.🌍

 The exchange of ideas and good practices in school education  had a profound impact on shaping the future of education.

 Also would like Thank Dinesh ji (Aks education EDTrips) and one of my 16 years old  good friend along with Mahesh ji,  

 Thanks  to friends Firavan, edyta, edyta and lela Elene, Nana Gegidze, Tamuna Gegidze, Eka Sepiasshvili, inga kharchilava, Nino danelashvili Zenib, Ramiza Talibova Ruazdan Nikuradze💐🇮🇳🙏

Some potential outcomes of program were

- Developing new teaching methods and strategies

- Enhancing cultural understanding and exchange

- Fostering collaboration and networking among educators

- Identifying innovative solutions to common educational challenges

- Informing policy decisions and educational reforms

Overall, it was fantastic  to see educators coming together to share knowledge, experiences, and best practices, ultimately enriching the educational landscape for students worldwide!✌️

Amit Kumar 

Vice President- Meerut Sahodaya 

State Vice President- CBSE schools Association 







Sunday, 3 November 2024

სკოლა-ლიცეუმი პრომეთე - კონფერენცია - "ინოვაციური სწავლება და საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება" -მასწავლებლები მასწავლებლებისთვის

 მასწავლებლები მასწავლებლებისათვის

💡 💡 მიმდინარე სასწავლო წლის 28 ოქტომბერს   სკოლა - ლიცეუმი პრომეთე ში  ჩატარდა  მასწავლებელთა კონფერენცია, "ინოვაციური სწავლება და საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება"

🔷️წელს, კონფერენციამ უფრო დიდი მაშტაბები მიიღო და გასცდა ჩვენი სკოლის ფარგლებს, რისთვისაც მადლობას ვუხდით :

📌 📌 საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრას და  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის ფინალისტ პედაგოგს, საქართველოს დამსახურებულ მასწავლებელს, ქეთინო მერებაშვილს კონფერენციის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისათვის.

✅ ️✅ ️მასწავლებელთა კონფერენცია  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრების და სკოლა“პრომეთეს“ პედაგოგების თანამონაწილეობით შედგა.  სტუმრად მოწვეულნი იყვნენ საქართველოს სხვადასხვა სკოლების პედაგოგები, ასევე, 

ქ-ნი ირინა ხანთაძე - განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე და ქ-ნი თამუნა გურგენიძე - განათლების კოალიციის ორგანიზაციული განვითარებისა და კომუნიკაციის მენეჯერი.

✔️ ✔️ კონფერენციაზე  გამომსვლელებმა ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის მაგალითები, ინოვაციური მიდგომები და სამომავლოდ  ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების გეგმები დავსახეთ.

📚 🎙 სკოლის დირექციამ გამომსვლელები სერტიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაგვაჯილდოვა. კონფერენციის საქმიანი ნაწილი მეგობრული სადილითა და  საოცარი ანსამბლის“გორდელას“ წევრების სიმღერებით დასრულდა. 

🙏 🙏 მადლობა ყველა მონაწილეს, ყველა მსმენელს, მოწვეულ სტუმრებს და განსაკუთრებული მადლობა საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრას და ქეთინო მასწავლებელს Qetino Merebashvili -ს.





Sunday, 27 October 2024

თელავის N5 საჯარო სკოლის პედაგოგმა – ზეინაბ კაკალაშვილმა და მე-9 კლასის მოსწავლეებმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

 

მოქალაქეობისა და მე და საზოგადოების პედაგოგი - ზეინაბ კაკალაშვილი და მე-9 კი მოსწავლეები საერთაშორისო კონფერენციაში „მომავალი თაობა მდგრადი განვითარების მონაწილეობდნენ.

19.10.2024

კონფერენციები არა მხოლოდ ცოდნის გაზიარების საშუალებაა, არამედ ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის და მოსწავლეებისთვის შესაძლებლობაა, დაუკავშირდნენ მსოფლიო ლიდერებს, აღმოაჩინონ ახალი პერსპექტივები და განივითარონ საჭირო უნარები, რაც დაეხმარებათ კარიერის განვითარებაში და პიროვნული ზრდის პროცესში.

ახალგაზრდების ჩართულობა ამგვარ კონფერენციებში მათ აძლევს შესაძლებლობას, თავიანთი მოსაზრებები გააცნონ საერთაშორისო საზოგადოებას, რაც ზრდის მათ თვითრწმენას და აძლიერებს მათი აზრების გავლენას გლობალურ მასშტაბებზე. ეს არა მხოლოდ პროფესიული განვითარების საშუალებაა, არამედ ფუნდამენტური პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს ახალი იდეების გაღვივებას და გლობალური ცვლილებების შექმნაში წვლილის შეტანას. მოსწავლეებს  შეუძლიათ გაიუმჯობესონ კომუნიკაციის, საჯარო გამოსვლებისა და კრიტიკული აზროვნების უნარები დისკუსიებში მონაწილეობითა და თავიანთი იდეების წარდგენით.

კონფერენცია საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოების გუნდის ორგანიზებით განხორციელდა.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ აფხაზი, თურქი, აზერბაიჯანელი, ინდოელი, ხორვატი და სხვა ქართველი თანატოლები.

Teachers Community Georgia არის ადგილი, სადაც საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლები მზად არიან გამოცდილების გასაზიარებლად, შთააგონებენ ერთმანეთს ახალი იდეებით და იღწვიან ხარისხიანი განათლების დანერგვისთვის“.


https://www.etaloni.ge/geo/main/index/109982?fbclid=IwY2xjawGLA_RleHRuA2FlbQIxMQABHcyBDAvaeyDMfIx7_cecyXtCV02TzkdqAkbpjSVDdBjuMOXaPLavf9RhhQ_aem_winpEWTlrL5jQ1RVRCbFpA

Thursday, 17 October 2024

ტექნიკის კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერული ტექნიკით დაჯილდოვება

თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა პროექტში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ტექნიკის კონკურსში გამოვლენილ 44 ლიდერ სკოლას შორის თელავის N5 სკოლაც აღმოჩნდა.

კონკურსის ფარგლებში, სკოლას საჩუქრად ფერადი პრინტერი, პორტაბელური კომპიუტერი და პროექტორი გადაეცა.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოქალაქეობისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს - ზეინაბ კაკალაშვილს ამ გამარჯვებაში შეტანილი წვლილისათვის.

„ასევე უდიდესი მადლობა სამოქალაქო განათლების პროგრამის ხელმძღვანელს ქალბატონ მარინე უშვერიძეს და თითოეულ თანამშრომელს მოსწავლეთა წახალისების, ჩვენი მხარდაჭერის, სკოლებისა და მოსწავლეების გაძლიერებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.






თელავის N5 საჯარო სკოლა კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერული ტექნიკით დაჯილდოვდა 




Sunday, 6 October 2024


 

V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "განათლება, კვლევა, პრაქტიკა"

 2024 წლის 27-28 სექტემბერს თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  "განათლება, კვლევა, პრაქტიკა" , სადაც წარმოვადგინე მოხსენება თემაზე - "ოჯახი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება".