Pages

Monday, 8 December 2014

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდე დღე დავიწყეთ წინა დღის სამუშაოს დამთავრებით,რომელიც ითვალისწინებდა სასწავლო პროცედურების აღწერა.განვიხილეთ მოდული:6,დავგეგმეთ მოსწავლეთა წარმატებისთვის და კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე და შევინახეთ დისკზე.დისკიდან ავტვირთეთ პორტფოლიო ბლოგზე და გამოვაქვეყნეთ.

პროექტის პორთფოლიო

Saturday, 6 December 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე მე-5 მოდულილზე მუშაობით დავიწყეთ

  • მოსწავლის შეფასების დაგეგმვას გავეცანით და დავგეგმეთ,
  • ინტელის ბიბლიოთეკიდან გავეცანი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკას  ,შემდეგ გავაკეთე მისი ადაპტირება
  • ვიმუშავეთ პროექტის გეგმის ნაშრომზე რომელშიც შევავსეთ შემდეგი პუნქტები:საბაზისო უნარ-ჩვევები და სასწავლო პროცედურები ნაწილობრივ.

Thursday, 4 December 2014

მეექვსე დღის რეფლექსია


  • დღევანდელი დღე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნით დავიწყეთ.გამზადებული ნაშრომი ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე.კოლეგებს მივეცით რჩევა გამოქვეყნებული ნაშრომის შესახებ.
  • ვისწავლეთ ბლოგში ფონის შეცვლა
  • ბლოგში გვერდების ჩასმა


მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი


Tuesday, 2 December 2014

მეხუთე დღის რეფლექსია


  • დრევანდელი დღე წინა დღის შეხსენებით დავიწყეთ,შემდეგი ეტაპი პრეზენტაციის  შევსების გაგრძელება შეფასების დროის ჩარჩოს ჩათვლით.
  • ნაწილობრივ გამზადებული პრეზენტაცია ავტვირთეთ ბლოგზე.
  • ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის რედაქტირება.
  • გავეცანით სავტორო უფლებებს.
  • მოსწავლეებისთვის საპრეზენტაციოდ ფოტო და ვიდეო მასალის  მოძიება და შენახვა.



პორთფოლიოს პრეზენტაცია


Saturday, 29 November 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღე წინა  მეცადინეობის შეხსენებით დავიწყეთ.დღევანდელი დღე ორ სესიას მოიცავდა.
აქტივობა1:მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებას,შემდეგ განვათავსეთ ბლოგზე და შევაფასეთ კომენტრებით.
აქტივობა2:ინტელის ბიბლიოთეკის გამოყენებით შევქმენით შეფასების დროის ჩარჩო და შეფასების რუბრიკები
აქტივობა3:გავამზადეთ საპრეზენტაციო შაბლონი

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა:

  • რამდენად ჯანმრთელი ხარ?

თემატური კითხვები:

  • როგორ უნდა მოვიქცეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად?
  • რატომ ითვლება მენინგიტის ვირუსი  ჯანმრთელობისთვის რისკებად?


შინაარსობრივი კითხვა:

  • რა რისკები არსებობს ჯანმრთელობისთვის მენინგიტის ვირუსის  გავრცელებისას?







Thursday, 27 November 2014

მესამე დღის რეფლექსია

მესამე დღე წინა  მეცადინეობის შეხსენებით დავიწყეთ,რომელიც ითვალისწინებდა პროექტების იდეების განხილვას და კომენტარების გაკეთებას.ბროშურების შექმნა,სტანდარტი მოვნახეთ ,მიზნები და ამოცანები შევიმუშავე მოსწავლეებისთვის და განვათავსე ბლოგზე.
მოსწავლის მიზნები:
მოსწავლეები შეძლებენ:
·        განსაზღვრონ ინფექციური დაავადების ფაქტორები, სტრუქტურები და ტენდენციები, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ვირუსების შემთხვევების სიხშირეზე, მის პრევენციასა და შემცირებაზე.
·        უკეთესად გააცნობიერონ  როგორ შეიძლება ვირუსული ინფექციებთან ბრძოლა ,კერძოდ მინინგიტის  გავრცელებას.
·     შესაბამისი საკითხების კომპლექსურობის გათვალისწინებით შეიმუშაონ რეკომენდაციები ვირუსული ინფექციების შემცირების შესახებ.

ჯანსაღი ცხოვრება-ინფექციური დაავადებები

ზამთრის სეზონი როგორც ვიცით ვირუსების გავრცელების საშიშროებას  წარმოადგებს ,ამიტომ ჩემი მიზანია მოსწავლეებმა სოსკოლო  მასალის გარდა შეძლონ კლევა,ინტერვიუს აღება ,მასალის დამუშავება და დასკვნების გამოტანა.ბოლოს იმფორმაციის მიწოდება სკოლის მოსწავლეებთან.