Pages

Wednesday, 8 September 2021

2021-2022 წელი

 

1.. საერთაშორისო პროექტი "ტრანზიციაში (გარდამავალ პერიოდში) დაკარგულები" / Lost in Transition"

თელავის N5 სკოლის სამოქალაქოს მასწავლებელი ჩაერთო საერთაშორისო პროექტში-  "ტრანზიციაში (გარდამავალ პერიოდშიდაკარგულები" / Lost in Transition", რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოეთის დაშლის და ახალი დემოკრატიული სახელმწიფოების მშენებლობისაკენ ტრანზიციის პროცესის და მასში მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესების შესახებ დისკუსიის აღძვრას და ახალი თაობისათვის ცოდნის ალტერნატიული რესურსის შექმნას.

რომელის პარტნიორი ორგანიზაციაა სიქა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

შეხვედრის განრიგი: 16.09., 23.09., 27.09., 30.09. и 04.10.: 17:00 – 19:15 CET 2021 (+ 1 Киев / + 1 Минск / + 2 Тбилиси) ონლაინ შეხვედრები.

თელავის N5 საჯარო სკოლის IX და X კლასის მოსწავლეებთან Microsoft Teams- ის გამოყენებით პროექტის ფარგლებში:,,ტრანზიციაში დაკარგულები“ ჩავტარე გაკვეთილები. მოსწავლეებთან ერთად მოვუსმინეთ ვიდეო რესურსებს, მოვახდინეთ  განვიხილვა და  მსჯელობა პაატა ზაქარიაშვილის საინტერესო ინფორმაციის შესახებ,კერძოდ 90-აათიანი წლების გარდამავალ პერიოდზე,მის მანკიერ მხარეებზე, რომელზედაც საუბრობდა უშუალოდ იმ პერიოდის მონაწილე გავმართეთ დისკუსია. მისი მონათხრობის  მოსმენამ მოსწავლეებში სტერეოტიპული დამოკიდებულების მსხვრევა გამოიწვია,რაც ჩემთვისაც აღმოჩენა იყო. ასევე გავუზიარე ჩემი სასკოლო ცხოვრებიდან ეკლესიასთან დაკავშირებული მოვლენები, რამაც კიდევ უფრო დამაჯერებელი და მათში არსებული შეფასებების გადაფასება მოახდინა რაც მათი დასკვნებიდან გამოიკვეთა. ასევე, მოსწავლეებმა იმსჯელეს სიტყვის თავისუფლებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის მნიშვნელობის შესახებ.

პროექტის ,,ტრანზიციაში დაკარგულები" ფარგლებში, მოძიებული და მონაწილე პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეებმა საინტერესო პოსტერები მოამზადეს და თანატოლთა ინფირმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით პრეზენტაციები გააკეთეს.

პროექტის საუკეთესოდ განხორციელებისთვის პედაგოგი დაჯილდოვდა ჰონორალით  პარტნიორი  ორგანიზაციაა სიქა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.

პროექტი განხორციელდა სამ ქვეყანაში - საქართველო, უკრაინა და ბელარუსი.