Pages

Saturday, 18 June 2022

etwinning-ის პროექტის ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა (მომხსენებელი)


2022 წლის 16 ივნისს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო პროგრამის etwinning-ის ფარგლებში განხორციელებული პროექტის " Our happy future/ ბედნიერი მომავალი" შემაჯამებელი შეხვედრა ჩატარდა, სადაც შესაძლებლობა მქონდა წარმომედგინა პრეზენტაცია მეწყვილე თეა ალიმბარაშვილთან ერთად, განხორციელებული  აქტივობები, მიღებული გამოცდილება გავუზიარეთ სხვა პროექტში ჩართულ მასწავლებლებს, დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნა მატკავასა და ირმა ღანიაშვილს შეხვედრის ორგანიზებისთვის და პრეზენტატორად მიწვევისთვის. 
 https://www.facebook.com/media/set/?set=a.5109530695807525&type=3

Monday, 13 June 2022

CTEL კონფერენცია

 




2022 წლის 11 და 12  ივნისს ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სამოქლაქო  განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით.

საკონფერენციო თემა: ონლაინ kahoot აპლიკაცია და მისი გამოყენება საკლასო ოთახში, "თამაში სწავლისთვის?!" კონფერენცია განხორციელდა PH international - ის მიერ შერატონ მეტეხი პალასში.

Friday, 10 June 2022

სასიხარულო ინფორმაცია



 ძალიან სასიხარულოა როდესაც მოდის მილოცვის შეტყობინება რომ შენ რესურს იყენებსს 500; 753 ადამიანი, 


Tuesday, 19 April 2022

LIVE- პირდაპირი

https://www.facebook.com/tprize.ge/videos/726530621692017/ 

  • LIVE-პირდაპირი
  • 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრი, ზეინაბ კაკალაშვილი.
  • განათლების კოალიციის გამგეობის თავჯდომარე, ირინა ხანთაძე

Tuesday, 29 March 2022

შერჩეული ხართ პროექტის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა მდგრადი განვითარებისთვის“ მენტორად

მოგესალმებით,


სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი გაცნობებთ, რომ შერჩეული ხართ პროექტის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა მდგრადი განვითარებისთვის“ მენტორად.
შეგახსენებთ, რომ მენტორები აქტიურად იმუშავებენ რეგიონის სკოლების პედაგოგებთან ციფრული ოლიმპიადის წარმართვის პროცესში; ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევენ როგორც პროექტის მონაწილე მასწავლებლებს, ასევე მათ მოსწავლეებს; პროექტის ორგანიზატორებს დაეხმარებიან განსაზღვრული
მიზნების მიღწევაში.

გთხოვთ დაგვიდასტუროთ თანხმობა პროექტში მონაწილეობისა და მის ფარგლებში დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე 24 დეკემბრამდე. სამოქალქო განათლების პედაგოგთა ფორუმი პროექტს ახორციელებს ორგანიზაციასთან „Jaan Tõnnissoni Instituut“ (ესტონეთი) თანამშრომლობით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.კიდევ ერთხელ გილოცავთ და ველოდებით თქვენს უკუკავშირს! საქართველოდან შეირჩა 10 მენტორი მასწავლებელი.
პატივისცემით,
პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი