Pages

Sunday, 3 November 2024

სკოლა-ლიცეუმი პრომეთე - კონფერენცია - "ინოვაციური სწავლება და საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება" -მასწავლებლები მასწავლებლებისთვის

 მასწავლებლები მასწავლებლებისათვის

💡 💡 მიმდინარე სასწავლო წლის 28 ოქტომბერს   სკოლა - ლიცეუმი პრომეთე ში  ჩატარდა  მასწავლებელთა კონფერენცია, "ინოვაციური სწავლება და საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება"

🔷️წელს, კონფერენციამ უფრო დიდი მაშტაბები მიიღო და გასცდა ჩვენი სკოლის ფარგლებს, რისთვისაც მადლობას ვუხდით :

📌 📌 საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრას და  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის ფინალისტ პედაგოგს, საქართველოს დამსახურებულ მასწავლებელს, ქეთინო მერებაშვილს კონფერენციის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისათვის.

✅ ️✅ ️მასწავლებელთა კონფერენცია  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრების და სკოლა“პრომეთეს“ პედაგოგების თანამონაწილეობით შედგა.  სტუმრად მოწვეულნი იყვნენ საქართველოს სხვადასხვა სკოლების პედაგოგები, ასევე, 

ქ-ნი ირინა ხანთაძე - განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე და ქ-ნი თამუნა გურგენიძე - განათლების კოალიციის ორგანიზაციული განვითარებისა და კომუნიკაციის მენეჯერი.

✔️ ✔️ კონფერენციაზე  გამომსვლელებმა ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის მაგალითები, ინოვაციური მიდგომები და სამომავლოდ  ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების გეგმები დავსახეთ.

📚 🎙 სკოლის დირექციამ გამომსვლელები სერტიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაგვაჯილდოვა. კონფერენციის საქმიანი ნაწილი მეგობრული სადილითა და  საოცარი ანსამბლის“გორდელას“ წევრების სიმღერებით დასრულდა. 

🙏 🙏 მადლობა ყველა მონაწილეს, ყველა მსმენელს, მოწვეულ სტუმრებს და განსაკუთრებული მადლობა საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრას და ქეთინო მასწავლებელს Qetino Merebashvili -ს.





Sunday, 27 October 2024

თელავის N5 საჯარო სკოლის პედაგოგმა – ზეინაბ კაკალაშვილმა და მე-9 კლასის მოსწავლეებმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

 

მოქალაქეობისა და მე და საზოგადოების პედაგოგი - ზეინაბ კაკალაშვილი და მე-9 კი მოსწავლეები საერთაშორისო კონფერენციაში „მომავალი თაობა მდგრადი განვითარების მონაწილეობდნენ.

19.10.2024

კონფერენციები არა მხოლოდ ცოდნის გაზიარების საშუალებაა, არამედ ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის და მოსწავლეებისთვის შესაძლებლობაა, დაუკავშირდნენ მსოფლიო ლიდერებს, აღმოაჩინონ ახალი პერსპექტივები და განივითარონ საჭირო უნარები, რაც დაეხმარებათ კარიერის განვითარებაში და პიროვნული ზრდის პროცესში.

ახალგაზრდების ჩართულობა ამგვარ კონფერენციებში მათ აძლევს შესაძლებლობას, თავიანთი მოსაზრებები გააცნონ საერთაშორისო საზოგადოებას, რაც ზრდის მათ თვითრწმენას და აძლიერებს მათი აზრების გავლენას გლობალურ მასშტაბებზე. ეს არა მხოლოდ პროფესიული განვითარების საშუალებაა, არამედ ფუნდამენტური პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს ახალი იდეების გაღვივებას და გლობალური ცვლილებების შექმნაში წვლილის შეტანას. მოსწავლეებს  შეუძლიათ გაიუმჯობესონ კომუნიკაციის, საჯარო გამოსვლებისა და კრიტიკული აზროვნების უნარები დისკუსიებში მონაწილეობითა და თავიანთი იდეების წარდგენით.

კონფერენცია საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოების გუნდის ორგანიზებით განხორციელდა.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ აფხაზი, თურქი, აზერბაიჯანელი, ინდოელი, ხორვატი და სხვა ქართველი თანატოლები.

Teachers Community Georgia არის ადგილი, სადაც საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლები მზად არიან გამოცდილების გასაზიარებლად, შთააგონებენ ერთმანეთს ახალი იდეებით და იღწვიან ხარისხიანი განათლების დანერგვისთვის“.


https://www.etaloni.ge/geo/main/index/109982?fbclid=IwY2xjawGLA_RleHRuA2FlbQIxMQABHcyBDAvaeyDMfIx7_cecyXtCV02TzkdqAkbpjSVDdBjuMOXaPLavf9RhhQ_aem_winpEWTlrL5jQ1RVRCbFpA

Thursday, 17 October 2024

ტექნიკის კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერული ტექნიკით დაჯილდოვება

თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა პროექტში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ტექნიკის კონკურსში გამოვლენილ 44 ლიდერ სკოლას შორის თელავის N5 სკოლაც აღმოჩნდა.

კონკურსის ფარგლებში, სკოლას საჩუქრად ფერადი პრინტერი, პორტაბელური კომპიუტერი და პროექტორი გადაეცა.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოქალაქეობისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს - ზეინაბ კაკალაშვილს ამ გამარჯვებაში შეტანილი წვლილისათვის.

„ასევე უდიდესი მადლობა სამოქალაქო განათლების პროგრამის ხელმძღვანელს ქალბატონ მარინე უშვერიძეს და თითოეულ თანამშრომელს მოსწავლეთა წახალისების, ჩვენი მხარდაჭერის, სკოლებისა და მოსწავლეების გაძლიერებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.






თელავის N5 საჯარო სკოლა კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერული ტექნიკით დაჯილდოვდა 




Sunday, 6 October 2024


 

V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "განათლება, კვლევა, პრაქტიკა"

 2024 წლის 27-28 სექტემბერს თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  "განათლება, კვლევა, პრაქტიკა" , სადაც წარმოვადგინე მოხსენება თემაზე - "ოჯახი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება". 






Monday, 16 September 2024

ქეისებით და დილემებით სწავლება

 პროექტი : ,,მედიაწიგნიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ " ქეისებით და დილემებით სწავლება- პროექტის ფარგლებში განხორციელებულ კონკურსით შერჩეულ მასწავლების სიაში ვარ. მონაწილეობა მივიღე ქეისების და დილემების შექმნაში. დიდი მადლობა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფურუმის გუნდის წევრებსა და ხელმძღვანელ მაკა ბიბილეიშვილს საუკეთესო შესაძლებლობისათვის. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი საქართველოში ფინეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

დაიბეჭდა სახელმძღვანელო, სადაც შესულია ჩემს მიერ შექმნილი რესურსი.





USAID ის სამოქალაქო განათლები პროგრამის ფარგლებში პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრა

 USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა / USAID Civic Education Programის ფარგლებში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრა გაიმართა კახეთში 2024 წლის 13 აპრილს „ USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის“ პარტნიორი სკოლებისთვის სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის. პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა კახეთის რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საბჭოს თავმჯდომარე ზეინაბ კაკალაშვილი და მოწვეული ექსპერტი მანანა ჯინჭარაძე. პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრა ემსახურება მასწავლებელთა პროფესილულ განვითარებას და გაძლერებას. მეთოდი ინოვაციური და საინტერესოა. შეხვედრა წარიმართა მასწავლებელთა მაღალი ჩართულობით . ,, პროფესიული გაზიარების ჯგუფის" შეხვედრა სსიპ ქალაქ საგარეჯოს N4 საჯარო სკოლაში გაიმართა. შეხვედრას „ USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის“ პარტნიორი სკოლის 16 პედაგოგი დაესწრო. „USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International-ის მიერ, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან თანამშრომლობით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. დიდი მადლობა ექსპერტს ქალბატონ მანანა ჯინჭარაძეს საუკეთესო უკუკავშირისთვის, საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის დირექტორ ქალბატონ ნელი ბალახაშვილს დათმობილი ფართისა და გულთბილი შეხვედრისთვის.






გლობალური განათლების სამიტი ბაქოში

 გლობალური განათლების სამიტი ბაქოში #Globaleducationsamit in #bakuazerbaijan 12.05.2024 https://fb.watch/s3toW0egXF/ https://fb.watch/s5zYEc21L0/ 12 მაისს ბაქოში პირველად გლობალური განათლების სამიტი გაიმართა. "გლობალური თანამშრომლობის განვითარება განათლებაში, მომავლის ინოვაციების მხარდაჭერა, საჯარო-კერძო სფეროებთაან თანამშრომლობა განათლებაში, ხელოვნური ინტელექტი განათლებაში, ინოვაციები და რეფორმები.აქტიურად ვმონაწილეობდი როგორც პანელისტი,ვებინარსა და დისკუსიაში.

https://www.facebook.com/share/p/1Ag9wrUMri/





პროექტი “We in the world of media literacy

 19.11.2023 – 30.05.2024 განხორციელდა პროექტი “We in the world of media literacy " მისი დამფუძნებელია სსიპ ქალაქ თელავის N5 საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი ზეინაბ კაკალაშვილი მონაწილე ქვეყნები: Georgia(18), Turkey(7), Poland(1), Romania(1), Latvia (1) მოსწავლეთა რაოდენობა : 97 მოსწავლე. პროექტში ჩართული მოსწავლეების ასაკი: 8– 16 წელი. პროექტის მიზნები: • მოსწავლეებში მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარება; • ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენების უნარ-ჩვევები; • ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარების ხელშეწყობა; • ცნობიერების ამაღლება მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის შესახებ. • მედიაწიგნიერების გამოყენებით დემოკრატიული კულტურის განვითარება • ცნონიერების ამაღლება ინტერნეტ-სივრცეში არსებული საფრთხეების, მათ შორის კიბერბულინგის გამოწვევის შესახებ და განუვითაროს ამ საფრთხეებისაგან თავდაცვის უნარები ყველა მოსწავლისათვის მნიშვნელოვანია იყოს მედიაწიგნიერი, რაც გვეხმარება სწორი ორიენტირებაში თანამედროვე ცხოვრებაში, ავითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც გაჯერებულია ყველა სახის მედიით, გაზეთებით, რადიოთი, ტელევიზიით, ინტერნეტით. მედიაწიგნიერება საშუალებას გვაძლევს გავიგოთ და შევაფასოთ ყველა მედია მესიჯი, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით, რაც საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ უკეთესი არჩევანი იმის შესახებ, თუ რას ვირჩევთ წასაკითხად, ყურებასა და მოსასმენად. ის ასევე გვეხმარება გავხდეთ საზოგადოების უფრო ჭკვიანი და გამჭრიახი წევრები. მედიაწიგნიერება 21-ე საუკუნის აუცილებელ უნარად ითვლება. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი მედიას უვნებელ გართობას უწოდებს და ამტკიცებს, რომ მათზე გავლენას არ ახდენს მისი გზავნილები. თუმცა, ადამიანებზე გავლენას ახდენს მედია მესიჯები, რომლებსაც ისინი მოიხმარენ. მედიაწიგნიერების ინტერვენციები და განათლება ეხმარება ბავშვებს და მოზარდებს გააცნობიერონ მედიის გავლენა და მისცეს მათ ცოდნა და ინსტრუმენტები მისი გავლენის შესამცირებლად. მედიაგანათლებულმა ადამიანმა უკვე იცის, როგორ და სად მოიძიოს, გაფილტროს, შექმნას და გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია. პროექტის ფარგლებში განხორციელდა საინტერესო აქტივობები: • ციფრული უსაფრთხოება; • ციფრული ხელსაწყოების შესწავლა; • რეკლამა • პერსონალური მონაცემების დაცვა • კლიმატის ცვლილება • დედამიწის დღე • გაკვეთილების დროს თამაშებით სწავლება; • პროექტის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია. ჩატარებულმა კვლევამ დაგვანახა, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ მიღწეული შედეგი დამაკმაყოფილებელია, თუმცა შეძენილი უნარები საჭიროებს განმტკიცებას. პროექტის ფარგლებში მომზადდა ერთობლივი ციფრული პროდუქტი. პროექტზე მუშაობისას გამოვლინდა ქართველ და უცხოელ პარტნიორებს შორის საუკეთესო თანამშრომლობითი ურთიერთობა. პროექტი წარდგენილია ხარისხის ნიშანზე. წარმატებას ვუსურვებ პროექტს, მოსწავლეებს და მასწავლებლებს.

"მედიაწიგნიერება , როგორც მექანიზმი დეზინფორმაციის წინააღმდეგ, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის"

 შემაჯამებელი კონფერენცია - "მედიაწიგნიერება , როგორც მექანიზმი დეზინფორმაციის წინააღმდეგ, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის" . დიდი მადლობა #სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმს ყოველთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე რომ ფოკუსირება, საუკეთესო შესაძლებლობები და რესურსები,მეამაყებით.

მომხსენებელი, პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების გაზიარება.

პროექტი განხორციელდა საქართველოში ფინეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის "მედიაწიგნიერება, როგორც მექანიზმი დეზინფორმაციის წინააღმდეგ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის"🥰







Thursday, 7 March 2024

ტრენერთა ტრენინგი

 განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), სპეციალურად შერჩეული ოცი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლისთვის, ტრენერთა ტრენინგი გამართა, რომლის მიზანი იყო საქართველოში პირველი მოხალისეობის ციფრული ვებ–პლატფორმის www.volunteer.ge პოპულარიზაცია, დაინტერესებული პირების ვოლუნტერის სისტემაში ჩართვა და მათ მიერ პლატფორმის გამოყენებით მოხალისეობრივი ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა.


👉 გაიგეთ მეტი: https://bit.ly/42Z66G1


https://www.facebook.com/100064238937125/posts/791862696298354/






Edcamp Georgia -2024 კონფერენცია



 კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის(ctc) სკოლა-ლაბის პროგრამის მხარდაჭერით, ეროვნული კონფერენცია„ედკემპ საქართველო EdCamp Georgia გაიმართა. 


🔴პროექტი ედკემპ საქართველოს EdCamp Georgia  მიზანია ღია და მხარდამჭერი გარემოს შექმნის გზით, მასწავლებელთა თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების წახალისება. კონფერენცია საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა განათლების სფეროს 300-მდე ადგილობრივი და უცხოელი წარმომადგენელის მონაწილეობით.

🔴 ეროვნული კონფერენცია საქართველოს მასწავლებლების, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სკოლა-ლაბის პროგრამის, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლის „პროგრესის", ლიბერთი ბანკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, Courtyard by Marriott Batumi-სა და სულაკაურის გამომცემლობის დაფინანსებით ჩატარდა. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ქალაქ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების, სსიპ პროფესიული კოლეჯი ბლექსის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

ინიციატივა EdCamp-ი 2010 წელს ჩამოყალიბდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მასწავლებლებმა გადაწყვიტეს კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ალტერნატიული გზის მოძებნა. EdCamp-ის მოძრაობა 45-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. საქართველოში „ედკემპი" პირველად 2022 წელს ჩატარდა, ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

Edcamp Georgia -2024 კონფერენციაზე წარვადგინე თემა: "მოსწავლეთა თვითმმართველობის გაძლიერება სკოლის დემოკრატიული ფუნქციონირებისათვის" დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მსმენელებს, ჩემს კოლეგებსა და მეგობრებს, თქვენ ხართ ის ადამიანები რომლებიც მუდმივად ძალას და სტიმულს მაძლევთ❤ ჩვენი შეხვედრა გამოვიდა ინტერაქციული, სიახლეებით სავსე, წარმატებული...❤მადლობას ვუხდი ვისაც სურვილი გაუჩნდა დასწრების და აქტიურად ჩაერთვეთ❤ გადავსებული იყო აუდიტორია, მადლობა, რომ მუდმივად მგულშემატკივრობთ, რომ მაძლევთ საშუალებას გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და თქვენ კი თქვენი გამოცდილება გამიზიაროთ ❤ ყოველთვის თქვენს გვერდით მიგულეთ ❤ 🥰💖 დადებითი ემოციებით გატარებული საოცარი ორი დღე EdCamp Georgia -ს ორგანიზებით, მადლობა ამ გუნდის თითოეულ წევრს Irina Tsiskaridze  Vlada Khimenko ნათია ნათი დავითაია  კახა გალდავა , მაპატიეთ თუ ყველა ვერ მოგნიშნეთ❤ განსხვავებული Edcamp -ის კონფერენცია. ❤❤ დიდი მადლობა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი • Civic Education Teachers Forum- ს, რომელმაც დიდი ცოდნა და გამოცდილება შემძინა. ❤ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

EdCamp Georgia ❤   https://youtu.be/kuur9inheiY    https://youtu.be/SB_53EmtBC0










https://www.facebook.com/media/set/?set=a.7145873955506512&type=3


https://fb.watch/qJQXTbPDVO/